ჩეხი: "კარიერას მალე დავასრულებ"

10-05-2019, 14:23

ლონდონის "არსენალის" მეკარემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ევროპა ლიგის ფინალი მისთვის უკანასკნელი მატჩი იქნება.

"არის დღეები, როდესაც კარგად თამაშობ და ფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე სეზონს ითამაშებ, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც დიდხანს ვფიქრობდი. შემეძლო, კიდევ 2 წელი მეთამაშა, თუმცა ჯობს, ახლა გავჩერდე".

"ოცნება მქონდა, რომ ევროტურნირის ფინალი მეთამაშა და ეს ოცნება ამიხდა. ახლა მინდა, რომ ფინალი მოვიგო".

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალში "არსენალი" "ჩელსის" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით