აზარი: "ახლა ტიტულის მოგება ყველაფერზე მნიშვნელოვანია"

10-05-2019, 15:23

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ედენ აზარმა "აინტრახტთან"  მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთამ ისაუბრა.

"პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით, შემდეგ კი, როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება, გოლი მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში გავუშვით. საბოლოოდ შანსები 50-50-ზე იყო. ეს საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, თუმცა მოვიგეთ".

"ჩემი მომავალი? ახლა გუნდთან ერთად ტიტულის მოგებაზე ვფიქრობ. თუ ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია.",- აზარის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით