ალეგრი ბარსაში, კონტე იუვეში

10-05-2019, 16:06

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თანამდებობას დატოვებს.

დაიწერა, რომ სპეციალისტი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ასეთ გადაწყვეტილებამდე სატრანსფერო კამპანიის განხილვის დროს მივიდნენ. 

უახლესი ინფორმაციით "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის ბედი უახლოეს მომავალში, ანიელისა და ალეგრის მორიგ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს.

აანონსებენ, რომ ალეგრის მალე "ბარსელონაში" ერნესტო ვალვერდეს ადგილზე ვიხილავთ, რომლის გაშვებაზე კატალონიაში ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის შემდეგ სერიოზულად ფიქრობენ.

"ბებერ ქალბატონში" კი ალეგრის სავარაუდო შემცვლელად ანტონიო კონტეს ასახელებენ.

როგორც ირკვევა, კონტეს კანდიდატურას მხარს "იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი აქტიურად უჭერს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით