გრიზმანი "ბარსაში" გადასასვლელად ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა

10-05-2019, 23:25

გასული წლის ზაფხულს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტუან გრიზმანი შესაძლოა კატალონიის "ბარსელონაში" გადასულიყო. მაგრამ, საბოლოოდ ფრანგმა მადრიდში დარჩენა ამჯობინა.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ფორვარდმა თავისი აზრი რადიკალურად შეიცვალა და მზადაა, რომ "ბლაუგრანას" რიგებს შეუერთდეს.

ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, ანტუანი "ბარსაში" თამაშის სანაცვლოდ მზადაა თავისი ხელფასიც კი შეიმციროს, რომელიც ამჟამად 20 მილიონ ფუნტს უტოლდება.

გრიზმანის გამოსასყიდ ფასს 170 მილიონ ევროს შეადგენს და ძნელად სავარაუდოა, რომ "ატლეტიკო" მას ამაზე იაფად შეელიოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით