"ტოტენჰემს" ფინალში ლიდერები დააკლდება

10-05-2019, 23:29

1 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემი" მერსისაიდულ "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ შეხვედრამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, ჯერ კიდევ საეჭვოა, რამდენად შეძლებს "დეზების" რამდენიმე ლიდერი გუნდის დახმარებას.

დიდი ალბათობით, "ტოტენჰემს" ვერ დაეხმარება იან ვერტოგენი, რომელმაც "აიაქსთან" პირველ შეხვედრაში მძიმე დაზიანება მიიღო.

გარდა ამისა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებს ჰარი კეინი "ლივერპულთან" თამაშამდე ტრავმის მოშუშებას. იგი გუნდს "სიტისთან" პირველი 1/4 ფინალური მატჩიდან მოყოლებული ვერ ეხმარება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით