"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა

10-05-2019, 23:33

კატალონიის "ბარსელონა" უკვე ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგიდან სერიოზული უპირატესობის მიუხედავად, განმეორებით შეხვედრაში ეთიშება ტურნირს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ დამნაშავედ ერნესტო ვალვერდეს მიიჩნევს და დიდი ალბათობით, მას სეზონის ბოლოს გაუშვებენ.

წყაროს ცნობით, "ბარსელონაში" უკვე განიხილავენ მის სავარაუდო შემცვლელებს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგია, რომლის გუნდმაც წელს ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

ასევე, კიდევ ერთ კანდიდატან ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანია, რომელიც წლების მანძილზე "ბარსელონაში" თამაშობდა და კარგად იცნობს ამ გუნდის ფსიქოლოგიას. დიდი ალბათობით, "ბლაუგრანა" სწორედ ამ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს შეარჩევს.

თუმცა, მაინც უპირატესობას ტენ ჰაგს ანიჭებენ და ამბობენ, რომ სპეციალისტი "ბლაუგრანას" 1 ივლისს ჩაიბარებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით