დავიდ ლუიზმა "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

10-05-2019, 23:57

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ლუიზმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ ბრაზილიელ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურებოდა, საბოლოოდ კი მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ლუიზი 2021 წლამდე დარჩება "არისტოკრატების" რიგებში.

"ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. მე მიყვარს ეს კლუბი და კვლავ უამრავი ამბიცია მაქვს."

"ოთხეულში შესვლა და ევროპის ლიგაზე ფინალში გასვლა შესანიშნავია. ახლა მთავარია, სეზონი იდეალურად დავასრულოთ და ტიტული მოვიპოვოთ." - აცხადებს ლუიზი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით