თომას ტუხელმა ნეიმარის კაპიტნობა გამორიცხა

11-05-2019, 00:04

ფრანგული "პსჟს" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა განაცხადა, რომ ნეიმარი გუნდის კაპიტანი ვერ გახდება.

"ლიდერობის არაერთი გამოვლინება არსებობს. რაც შეეხება კაპიტნის არმაბანდს, ნეიმარს არ აქვს ისეთი თვისებები, როგორიც თუნდაც ტიაგო სილვას, მარკინიოსს ან ბუფონს."

"ის კრეატიული ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანოს. თუმცა, მისი კაპიტნობა ფაქტობრივად გამორიცხულია." - აცხადებს ტუხელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით