დავიდ ლუისმა "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

11-05-2019, 01:28

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ლუისმა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ხელშეკრულებით, 32 წლის ფეხბურთელი, ინგლისური გრანდის რიგებში, კიდევ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩება.

ცნობების მიხედვით, ამის შემდეგ ზემოთ ხსენებული გუნდი, სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს კონტრაქტებსაც გახადავს და მათ გაუმჯობესებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებს", მომავალი 2 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, დისკვალიფიკაციის გამო, მოთამაშეების გადაბირება აკრძალული ექნებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით