უნაი ემერი: "ვამაყობ ჩემი გუნდით"

11-05-2019, 01:33

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი, ევროპის ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგანაც თითოეულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში გასაოცარი მენტალური სიძლიერე გამოავლინა."

"ვფიქრობ ევროპული ტურნირის თასის მოგებით, გულშემატკივრებს მონატრებულ ტიტულს და ამასთანავე, ჩემპიონთა ლიგის საგზურს დავუბრუნებთ, ამიტომაც ფინალში გასამარჯვებლად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გათამაშების ფინალურ ტურში, ერთმანეთს "მეთოფეები" და "არისტოკრატები" (ლონდონის "ჩელსი") დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით