ჰენრიხ მხითარიანმა შესაძლოა ევროპის ლიგის ფინალი, აზერბაიჯანის გამო გამოტოვოს !

11-05-2019, 01:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგის ფინალურ დაპირისპირებას, შესაძლოა ლონდონის "არსენალის" სომეხი ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი გამოაკლდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რადგანაც ზემოთ ხსენებულ ორთაბრძოლას აზერბაიჯანის დედაქალაქი, ანუ ბაქო უმასპინძლებს, არ გამორიცხავენ, რომ 30 წლის ფეხბურთელს, მისი წარმომავლობის გამო, საფრთხე დაემუქროს.

ცნობების მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით, 29 მაისს, ქალაქის სამართალდამცავი ორგანოები საგანგებო რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას, რათა ნებისმიერი "ექსესი" იქნებს თავიდან აცილებული.

შეგახსენებთ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული "ურთიერთობების" გამო, მხითარიანმა ჯგუფურ ეტაპზე, "ყარაბახის" წინააღმდეგ ჩასატარებული შერკინებაც გამოტოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით