ვირჯილ ვან დეიკი: "ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

11-05-2019, 01:51

მერსესაიდული "ლივერპულის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის ტიტულზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა საკუთარი თავი არ უნდა მოვატყუოთ და იმ ცრუ ილუზიაში არ უნდა ვიცხოვროთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ამ ეტაპზე რომელიმე მეტოქესთან ქულებს დაკარგავს."

"მიუხედავად ამისა, ფეხბურთი პროგნოზირებადი სპორტი ნამდვილად არაა, ამიტომაც ამ მიზეზით ჩვენი მხრიდან ფარ-ხმლის დაყრა და "ვულვერჰამპტონთან" წაგება გაუმართლებელი იქნება, რადგანაც ახლა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში, მე-2 ადგილს იკავებს 94 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით