მარკო სილვა: "იმედი მაქვს, რომ ანდრე გომეში ჩვენს გუნდში დარჩება"

11-05-2019, 01:57

მერსესაიდული "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, მარკო სილვა, მის თანამემამულესა და კლუბის ნახევარმცველზე, ანდრე გომეშზე საუბრობს:

"ჩვენს შორის პირველივე დღიდანვე არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ის შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნებაა, რომლის მსგავსიც, ნებისმიერი გუნდის რიგებს დაამშვენებდა."

"მას და მის აგენტს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღიათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ გომეში ჩვენს გუნდში, მომდევნო სეზონშიც დარჩება."

"პორტუგალიელის პერფორმანსებმა დარწმუნებული ვარ წლევანდელ გათამაშებაში, არაერთი კრიტიკოსი გააკვირვა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის ფეხბურთელი ამჟამად ინგლისურ კლუბში, კატალონიის "ბარსელონადან", იჯარის წესით იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით