იურგენ კლოპი: "დროა ახლა ყურადღება პრემიერ ლიგაზე გადავიტანოთ"

11-05-2019, 11:35

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის ტიტულზე საუბრობს:

"დიახ, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ შესრულებულმა გასაოცარმა ქამბექმა ყველა გააკვირვა და ამ მიღწევით ჩვენ ისტორიაში ადგილი, ვფიქრობ სამუდამოდ დავიმკვიდრეთ, თუმცა ამით სეზონი ჯერაც არ დასრულებულა."

"ინგლისის ჩემპიონობისთვის დაუღალავად, უკვე 9 თვეა ვიბრძვით და სამწუხარო იქნება თუ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე არ გამოვიყენებთ და ყველაფერს მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" შედეგზე არ დავტოვებთ, ამიტომაც ახლა ყურადღება, ადგილობრივ გათამაშებაზე უნდა გადავიტანოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში, მე-2 ადგილს იკავებს 94 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით