"ტოტენჰემი" "ბარსელონას" ნახევარმცველით დაინტერესდა

11-05-2019, 16:03

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ლონდონიის "ტოტენჰემი" კატალონიის "ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერ ფანჯრის დროს, "დეზები" მაქსიმალურად ეცდებიან, "ბარსელონადან" ანდრე გომეში გადმოიბირონ, რომელიც ახლა იჯარის სახით "ევერტონის" ღირსებას იცავს.

როგორც ცნობილია, ლონდონური კლუბის ბოსები, მზად არიან 25 წლის პორტუგალიელში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრე გომეშმა მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში "ევერტონის" მაისურით, 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 1 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით