უმტიტის შეძენით გრანდები დაინტერესდნენ

11-05-2019, 16:20

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის დამატებით, ევროპის ორი გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 25 წლის ფეხბურთელის დამატებას, ტურინის "იუვენტუსი" და ლონდონის "არსენალი" ეცდება.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელიც არაა გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

უმტიტიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

აქვე შეგახსენებთ იმასც, რომ ფრანგი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით