გვარდიოლა: "ჩვენი სიძლიერის ბოლო წუთებამდე უნდა გვჯეროდეს"

11-05-2019, 13:39

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სეზონის გადამწყვეტი მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"კარგად უნდა ვითამაშოთ და ფსიქოლოგიურად ძლიერები უნდა ვიცოთ, რადგან ვიცით, რომ რთული მისია გვაკისრია. ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი".

"თუ თამაშის მსვლელობისას პრობლემა გვექნება, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ბოლო 5, 10 ან 15 წუთში რაღაც სიგიჟეს გავაკეთებთ".

"ვფიქრობ, "ბრაიტონი" დაცვაში კომპაქტურად განლაგდება და კონტრშეტევებზე ითამაშებს, თუმცა, ჩვენ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ", - განაცხადა პეპმა.

"სიტი" "ბრაიტონს" შეხვედრა ხვალ  12 მაისს გაიმართება.

ბოლო ტურის წინ პრემიერლიგაში დაძაბული ვითარებაა, "ქალაქელები" "ლივერპულს" ერთადერთი ქულით უსწრებენ და ჩემპიონის ვინაობა კვირას გაირკვევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით