ვან დეიკი: "სიტი" ფავორიტია, რეალისტები უნდა ვიყოთ"

11-05-2019, 15:07

"ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა მედიის წარმომადგენლებთან საპრემიერლიგო რბოლის შესახებ ისაუბრა.

"პრემიერლიგის მოგების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ".

"გამომდინარე იქიდან, რასაც "მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში აჩვენებს, ყველა მის გამარჯვებას ელოდება, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი".

"ერთადერთი რაზეც უნდა ვიფიქროთ, "ვულვზთან" თამაში და მისი დამარცხებაა, რაც რთული იქნება, რადგან ისინი წელს ყველა გუნდს ურთულებენ ცხოვრებას".

"ყველა ამბობს, რომ "ბრაიტონმა" "სიტის" პრობლემა უნდა შეუქმნას, მაგრამ ჯერ ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ დაველოდებით ბრაიტონიდან კარგ ცნობებს".

"მიმდინარე სეზონში არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ არასდროს ვნებდებით. გამარჯვების ჯერ კიდევ გვჯერა და ზოგჯერ იღბალიც საჭიროა. ეს კვირა ჩემპიონთა ლიგის წყალობით დიდებული იყო და ვნახოთ, რა მოხდება კვირას", - თქვა ვან დეიკმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით