კონტემ კონტრაქტი იტალიურ კლუბთან გააფორმა და პირველი ტრანსფერი შეათანხმა

11-05-2019, 18:19

როგორც გავლენიანი გამოცემა  Tuttosport-ი იტყობინება ანტონიო კონტე "ინტერმა" გადაიბირა.

გამოცემის ცნობით, 49 წლის სპეციალისტმა "ნერაძურისთან" პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.

ხელშეკრულება 3-წლიანი იქნება. ასევე, მხარეები გუნდის პირველ ტრანსფერზეც შეთანხმდნენ - გუნდს ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ყიდვა სურს.

შეგახსენებთ, რომ კონტეს ბოლო გუნდი ლონდონის "ჩელსი" იყო, რომელსაც სპეციალისტი 2016-2018 წლებში წვრთნიდა. იტალიელი ლუკაკუს შეძენას ჯერ კიდევ ლონდონურ კლუბში მუშაობისას ცდილობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით