სიმეონეს გრიზმანის წასვლის არ ეშინია

11-05-2019, 21:39

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად კვლავ განახლდა ჭორები იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი, ანტუან გრიზმანი შესაძლოა კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგდეს.

აღნიშნულ თემაზე "როხიბლანკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანგაშო არაფერია.

"მუდამ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ანტუანი თავის თანაგუნდელებთან ერთად ბედნიერია."

"პრესას შეუძლია რამდენიც უნდა, იმდენი ილაპარაკოს. მე ეს ჭორები არ მაშინებს." - აცხადებს სიმეონე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით