სარი: "ევროპა ლიგაზე წარმატება შესაძლოა აზარის შესანარჩუნებლად საკმარისი არ იყოს"

11-05-2019, 21:42

მადრიდის "რეალი" რომ ლონდონის "ჩელსის" ლიდერის, ედენ აზარის შეძენითაა დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.

როგორც ჩანს, ბელგიელი ფორვარდის დარჩენაში ეჭვი თავად "არისტოკრატების" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო სარისაც ეპარება.

"ნამდვილად არ ვიცი, თუ რა მოხდება. თუ ედენი ფიქრობს, რომ მისი ლონდონური კარიერა დასრულდა, მაშინ ასეც მოხდება."

"მე მინდა აზარი, თუმცა მე ის მჭირდება უმაღლესი მოტივაციით. სხვაგვარად ფეხბურთელთან მუშაობას ვერ შევძლებ. შესაძლოა, ის მართლაც ფიქრობს წასვლაზე და ასეთ შემთხვევაში, ევროპა ლიგის მოგებაც კი არ იქნება საკმარისი მის შესანარჩუნებლად." - აცხადებს სარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით