"ბარსელონაში" სიტუაცია არეულია

11-05-2019, 23:49

როგორც ჩანს, ესპანურმა გამოცემა Marca-მ კატალონიის "ბარსელონას" წარუმატებლობის მიზეზს მიაგნო.

წყაროს ცნობით, გუნდში სიტუაცია ძალიან არეულია, ამის მიზეზი კი მთავარი მწვრთნელია.

როგორც ცნობილია, ერნესტო ვალვერდე სამ ფეხბურთელს, ლეო მესის, ლუის სუარესსა და ხერარდ პიკეს გარკვეული სახის პრივილეგიებს აძლევს. ეს კი გუნდის დანარჩენ მოთამაშეებს არ მოსწონთ.

თავად ვალვერდეს განცხადებით, კლუბის მესვეურობა მას ნდობას უცხადებს. თუმცა, ესპანური პრესა ეჭვობს, რომ მას სეზონის ბოლოს დაითხოვენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით