იურგენ კლოპი: "პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონი ბევრად რთული იქნება"

12-05-2019, 01:37

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, პრემიერ ლიგაში არსებულ კონკურენციაზე საუბრობს:

"ინგლისის ჩემპიონატის 6 საუკეთესო გუნდს შორის თითოეულ მათგანს ერთი მიზანი აქვს და ეს ადგილობრივი გათამაშების თასის მოპოვებაა."

"ჩვენი მეტოქეები ზაფხულს საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებენ და ტრანსფერებით შემადგენლობებს მაქსიმალურად გააძლიერებენ, ამიტომაც დიახ, მომდევნო სეზონი ბევრად რთული გახდება, თუმცა თუ ახალ გარემოსთან ადაპტირებას მოვახერხებთ, მაშინ ბევრი პრობლემა არ შეგვექმნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით