ჯონათან ბარნეტი: "გარეთ ბეილის მდგომარეობა უკვე სამარცხვინოა"

12-05-2019, 12:08

მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელის, გარეთ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი, სეზონის ბოლო შეხვედრაში, გუნდის თავკაცის, ზინედინ ზიდანის მიერ შერჩეულ განაცხადზე საუბრობს:

"უკვე სამარცხვინოა, როდესაც საკუთარ რიგებში ჩემი კლიენტის დონის ფეხბურთელი გყავს და მას ასეთ ორთაბრძოლაშიც კი არ გაამწესებ ძირითად შემადგენლობაში."

"არის თუ არა ეს ერთგვარი გზავნილი სატრანსფერო ფანჯრის წინ ? ამის შესახებ თავად მთავარ მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 29 წლის შემტევის გადაბირებით ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით