რაკიტიჩის შეძენით გრანდები დაინტერესდნენ

12-05-2019, 11:00

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიელებისგან, ივან რაკიტიჩის დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია, "ინტერის" ბოსები მზად არიან ხროვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბარსას" 50 მილიონი ევრო გადაუხადონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა "ინტერისა" ივან რაკიტიჩისთვის, "პარი სენ-ჟერმენიც" იბრძოლებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 5 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით