დიბალას ახალი მსურველი ყავს და ეს ყველაზე რეალური შანსია

12-05-2019, 13:52

როგორც გამოცემა Don Balon-ი იტყობინება, ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდეს.


"იუნაიტედმა" "იუვენტუსს" ფეხბურთელში 85 მილიონი ევრო შესთავაზა. მანამდე იტალიური მედია იუწყებოდა, რომ "ბებერ ქალბატონს" თავდამსხმელში 100 მილიონი ევროს მიღება სურს.

მანჩესტერული კლუბი ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც პაულოს გადაბირებაზე დაფიქრდა. ერთი თვის წინ დაიწერა, რომ მადრიდის "რეალი" თავდამსხმელში იუვეს 75 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო.

კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც პაულო დიბალასადმი ინტერესს მიაწერენ, მიუნხენის "ბაიერნია", მაგრამ საეჭვოა, გერმანელებმა ტრანსფერში ამხელა თანხა გაიმეტონ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით