კლოპი: "რა უნდა ფინალს ბაქოში, ან ერთა ლიგა რა ტურნირია?"

12-05-2019, 15:05

"ლივერპულის" მთავარმა მწრთვნელმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას უეფა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ერთა ლიგა ყველაზე უაზრო ტურნირია. ხოლო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ფინალები კი არ უნდა ინიშნებოდეს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ბაქო და კიევი.

"ჩემი აზრით, ევროპის ერთა ლიგა, სადაც ქვეყნების ნაკრები გუნდები თამაშობენ, აბსოლუტური უაზრობაა. თუ არ ვისწავლით, როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ფეხბურთელებზე, სპორტის ამ შესანიშნავ სახეობას უბრალოდ მოვკლავთ".

"პირველ რიგში არ მომწონს ის, რომ ამ ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებივით იქცევიან, რომლებიც შვებულებების პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ფასებს ზრდიან ხოლმე. როცა ოთახი, რომელიც ჩვეულებრივ დროს 100 ფუნტი ღირს, უცბად 2700 ფუნტამდე ძვირდება, ეს სრული სიგიჟეა".

"ნამდვილად სასაცილოა ის ფაქტი, რომ ევროპალიგის ფინალი ბაქოში უნდა გაიმართოს. წარმოდგენა არ მაქვს, რას ჭამენ საუზმეზე ის ადამიანები, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. სპორტული თვალსაზრისით, არც ჩემპიონთა ლიგის ფინალის კიევში ჩატარება იყო სწორი ნაბიჯი", - განაცხადა იურგენ კლოპმა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით