რაკიტიჩი "ბარსელონას" მესის გამო ტოვებს

12-05-2019, 15:38

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი გუნდს მალე შეიცვლის.

ამიკვალად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი კლუბს ლიონელ მესის გამო ტოვებს.

წყაროს ცნობით, ივანი მიიჩნევს, რომ მესი კლუბის სატრანსფერო საკითხებში ზედმეტად ერევა. მაგალითად, ჟორდი ალბას, რომელთანაც ლეოს დიდებული პარტნიორობა აქვს, გრანდმა საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო რაკიტიჩის მომავალი ისევ ჰაერში ჰკიდია.

როგორც გამოცემა გვამცნობს, ივანი ლიონელს ლამის დიქტატორად ნათლავს და ფიქრობს, რომ მისი გავლენა კლუბზე საზიანოდ მოქმედებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით