მეგა ტრანსფერი შედგა. მადრიდის "რეალის" 130 მილიონიანი შენაძენი

12-05-2019, 15:59

მადრიდის "რეალმა" კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კლუბებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და მომავალი სეზონიდან ბელგიელი "სამეფო კლუბს" შეუერთდება.

წყაროს ცნობით, "რეალი" აზარის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსების შემდგომ კი ეს ფასი შესაძლოა 150 მილიონამდეც ავიდეს.

შეგახსენებთ, რომ აზარი სოციალურ ქსელებში მადრიდის "რეალის" უკვე არაერთმა ფეხბურთელმა გამოიწერა. გამოცემების ცნობით კი ამის მიზეზი სწორედ მიღწეული შეთანხმებაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით