ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

12-05-2019, 19:45

დღეს გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ბოლოსწინა, 33-ე ტურის მატჩები გაიმართა.

გიორგი ლორიას "მაგდებურგი" სტუმრად, ბერლინის "უნიონთან" ანგარიშით 3:0 დამარცხდა და უკვე ოფიციალურად მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა.

ქართველი მეკარის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 5 ქულით ჩამორჩება მე-16 ადგილოსან "ინგოლშტადს", რაც ავტომატურად დაქვეითებას ნიშნავს.

ლორიამ შეხვედრაში სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით