პეტი: "მათ სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდებათ, მოედანი მიცვალებულებისგან უნდა გაწმინდონ"

12-05-2019, 21:01

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ მედიის წარმოამდგენლებთან "მეთოფეთა" ახლანდელი ემადგენლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებებია საჭირო.

"არსენალში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი უნდა დატოვოს. მას შემდეგ, რაც მათ ბოლო ტიტული მოიგეს, დიდი დრო გავიდა. ყველაფერის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა არსებობს - "არსენალი'' უნდა გაძლიერდეს.

"უნაი ემერიმ დიდი სამუშაო გასწია და ამ შემადგენლობით გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. თუმცა, ის წინსვლას ამ ფეხბურთელებით ვერ განაგრძობს.
მაგალითად, რა სჭირს მესუთ იოზილს? ის მოედანზე მკვდარივითაა, იოზილი დაკარგულია. დროა ემერიმ ახალი ფურცელი გადაშალოს", - პეტის სიტყვებს Goal-ი ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით