140 მილიონი ევრო - "ბარსელონამ" სუპერ ტრანსფერი შეათანხმა

12-05-2019, 23:05

როგორც ჩანს, მომავალ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ამსტერდამის "აიაქსთან" ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი მზადაა მცველისთვის სარეკორდო ფასი, 140 მილიონი ევრო გადაიხადოს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა "აიაქსის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ფრენკ დე იონგი უკვე ოფიციალურად გაიფორმეს და ის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდგომ შეუერთდება კლუბს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით