პეპ გვარდიოლა: "მსურს "ლივერპულს" მადლობა გადავუხადო"

12-05-2019, 23:28

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, მოპოვებულ პრემიერ ლიგის ტიტულზე საუბრობს:

"მსურს პირველ რიგში მერსესაიდულ "ლივერპულს" გადავუხადო მადლობა, რომ არა იურგენ კლოპის გუნდი, ჩვენ აქამდე მოსვლას ნამდვილად ვერ შევძლებდით."

"მათ საქმე წარმოუდგენლად გაგვირთულეს, თუმცა ამავდროულად გაუმჯობესებისკენ გვიბიძგეს, ამ პერიოდში მოდუნების საშუალებაც კი არ გვქონდა, რამაც საბოლოოდ, ფეხბურთელების განვითარება განაპირობა."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელებმა" სეზონი 98 ქულით, ცხრილის სათავეში დაასრულეს, რითაც ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ მე-2 თასს დაეუფლნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით