მაურისიო სარი: "ყველაფერი ედენ აზარზის არჩევანზე დამოკიდებული"

12-05-2019, 23:37

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, კლუბის ბელგიელ თავდამსხმელზე, ედენ აზარზე საუბრობს:

"ვიცით, რომ გულშემატკივრებს ის ძალიან უყვართ და მისი დარჩენისთვის ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა ერთი რამ უნდა გავიგოთ, ახლა ყველაფერი თავად ედენის არჩევანზეა დამოკიდებული."

"მან 7 სეზონის განმავლობაში ამ გუნდისთვის არაფერი დაიშურა, ამიტომაც აზარის გადაწყვეტილებას, განურჩევლად იმისა თუ ბელგიელი სად აღმოჩნდება, ყველამ უნდა სცეს პატივი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის შემტევის გადაბირებით ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით