თომას ტუხელი: "ნეიმარი კაპიტნის როლში ვერ წარმომიდგენია"

12-05-2019, 23:44

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, კლუბის ბრაზილიელ თავდამსხმელზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"მას ამისთვის საჭირო პროფილი არ გააჩნია, დიახ ის ტექნიკური ლიდერია, რომელსაც შეუძლია გუნდს მაგალითით წაუძღვეს წინ, თუმცა სამკლაურის ამ სტადიაზე ნეიმარისთვის გადაბარება, ჩემთვის ჯერ-ჯერობით წარმოუდგენელია."

"არ ვიცი მედია ამ საკითხზე რატომ ალაპარკდა, ჩვენ არაჩვეულებრივი კაპიტანი გვყავს ტიაგო სილვას სახით, რომელსაც კლუბში ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული, ამიტომაც სიმართლე გითხრათ ეს თემა, განხილვის საგანიც კი არ ყოფილა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 27 წლის შემტევმა რამდენიმე კვირის წინ, მოედნის დატოვებისას გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, რის გამოც მას საფრანგეთის ფედერაციამ, დისკვალიფიკაცია მიანიჭა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით