მაურისიო პოჩეტინო: "ვფიქრობ, რომ ისტორიის დაწერა შეგვიძლია"

13-05-2019, 11:35

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, მის კლუბზე საუბრობს:

"ბოლო პერიოდის განმავლობაში გუნდის იმიჯი სრულიად შეიცვალა და "ტოტენჰემმა" თანდათანობით, ევროპის გრანდების სიაში დაიმკვიდრა ადგილი."

"კრიტიკოსებისა და მოძულეების გაჩუმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დავეუფლებით, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ მიღწევით, ჩვენ ისტორიის დაწერა შეგვიძლია."

"იმ ისტორიის, რომლითაც გუნდის მუზეუმში ადგილს, სამუდამოდ დავიმკვიდრებთ."

შეგახსენებთ, რომ ევროპული ტურნირის ფინალურ შეხვედრაში, ლონდონელები, მერსესაიდულ "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით