ალექსის სანჩესი: "მსურს გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო"

13-05-2019, 12:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, 2018/19 წლების პრემიერ ლიგის სეზონზე საუბრობს:

"ძალიან მძიმე გათამაშება გამოგვივიდა და მსურს პირველ რიგში გულშემატკივრებს მოვუხადო ბოდიში, რადგანაც ისინი განურჩევლად შედეგისა, ყოველთვის იდგნენ ჩვენს გვერდით."

"მოულოდნელი ტრავმების გამო, თავადაც ვერ მოვახერხე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რის გამოც სამწუხაროდ მედიაში ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა."

შეგახსენებთ, რომ ცნობების მიხედვით ზემოთ ხსენებული 30 წლის მოთამაშე, მანჩესტერულ გრანდს, დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით