მოჰამედ სალაჰი: "ლივერპული" ტიტულისთვის მომავალ სეზონში აუცილებლად იბრძოლებს"

13-05-2019, 12:35

მერსესაიდული "ლივერპულის" ეგვიპტელი თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი, კლუბის სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

"ამ სეზონში ყველაფერი გავაკეთეთ, მხოლოდ 1 შეხვედრა დავთმეთ და სარეკორდო რაოდენობის ქულები დავაგროვეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, ტიტულს მაინც ვერ დავეუფლეთ."

"მსურს "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონობა მივულოცო, მომდევნო სეზონში ამ თასისთვის ბრძოლას აუცილებლად განვაგრძობთ, ამიტომაც ვფიქრობ ეს კონკურენცია ჯერაც არ დასრულებულა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში, 97 ქულით, მე-2 ადგილი დაიკავა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით