ვან დეიკი:"ამ მიღწევით უნდა ვიამაყოთ"

13-05-2019, 00:04

"ლივერპულის" ჰოლანდიელმა ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა პრესასთან "მანჩესტერ სიტის" შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს და ვამაყობ იმით, რომ "ლივერპულის" ღირსებას ვიცავ, სულ მალე ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვითამაშებთ და ამით უნდა ვიამაყოთ.

"რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", მინდა მივულოცო მათ პრემიერ ლიგის მოგება, მომდევნო სეზონში ჩვენ ისევ ვიბრძოლებთ მათთან ერთად ამ ტიტულის მოგებისთვის.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი 2018/2019 წლის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით