"იუვენტუსი" "მანჩესტერის" შემტევით დაინტერესდა

13-05-2019, 13:02

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბებერი სინიორა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "წითელი ეშმაკებიდან", ჩილელი შემტევის, ალექსის საჩენსის დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია, ალექსის აგენტი, ფერნარდო ფელიჩევიჩი უკვე შეხვდა ტურინული კლუბის ბოსებს და მისი კლიენტის მომავალზე გაესაუბრა.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა "იუვენტუსისა" ჩილელის დამატებით "მილანი", "ინტერი", "ნაპოლი" და "რომა" არიან დაინტერესებულნი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ალექსის სანჩესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 45 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით