ცნობილია, რომელი მწვრთნელის მოყვანას სთხოვს მესი ხელმძღვანელობას

13-05-2019, 15:39

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ლივერპულთან" განცდილი მარცხის შემდეგ ერნესტო ვალვერდეს კლუბიდან გაშვებას ითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ზედიზედ მეორე წელია უშანსოდ იგებს შიდა ჩემპიონატს, და ასევე იგებს კოპა დელ რეის ტიტულს, გუნდში მდგომარეობა მაინც ძალიან დაძაბულია. მესის არ სურს, რომ ერნესტო ვალვერდემ მუშაობა შემდეგ სეზონშიც გააგრძელოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესიმ ხელმძღვანელობას მოთხოვა, რომ გაუშვან ვალვერდე, და კლუბსი "ბარსელონას" ლეგენდა, რონალდ კუმანი მოიყვანონ. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მწვრთნელებთან საუბარს კოპა დელ რეის ფინალის შემდეგ დაიწყებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით