კარაგერი: "სეზონის ბოლოს "ლივერპული" ამა აუცილებლად ინანებს"

13-05-2019, 17:07

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა და SkySport-ის ანალიტიკოსმა ჯეიმი კარაგერმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და ყოფილი კლუბის მიმდინარე სეზონი შეაფასა.

"კლოპი ოპტიმისტია და ტიტულის მოგებას ის ისევ შეეცდება. მაგრამ, თუ "სიტი" 96,98 ან 100 ქულას მოაგროვებს, მათი გაჩერება კვლავ რთული იქნება".

"ერთადერთი რამ, რასაც მერსესაიდელები ამ სეზონის შემდეგ ინანებენ, არის ის, რომ მათ "მანჩესტერ სიტის" ვერცერთი მატჩი ვერ მოუგეს".

"ვერ დაელოდები შენს მეტოქეს როდის დაკარგავს ის ქულებს თუ მას თვითონ არ დააკარგინებ. "ლივერპულმა" კი შესაძლო 6-დან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა",-განაცხადა კარაგერმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით