"ბარსელონამ" გრიზმანის შესაძენათ თანხა გაამზადა

13-05-2019, 22:32

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაქსიმალურად ეცდებიან ფრანგი ფეხბურთელის დამატებას.

როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ბოსები მზად არიან, მადრიდულ კლუბს ანტუან გრიზმანის სანაცვლოდ 125 მილიონი ევრო გადაუხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტუან გრიზმანამ მიმდიანრე სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით  46 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 21 გატანილი გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით