რომანიოლი "იუვეს" პრიორიტეტული სამიზნეა

13-05-2019, 22:47

როგორც გავლენიანი გამოცემა Tuttosport-ი იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მილანის" ვარსკვლავი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, ბარძალი მალე კარიერას ასრულებს, კიელინი 34 წლის ხდება, ბონუჩი კარგ ფორმაში აღარაა, ამიტომ "ბებერი ქალბატონისათვის" პრიორიტეტული ცენტრალური მცველია და ეს მცველი 24 წლის იტალიელი ალესიო რომანიოლია.

რომანიოლის სატრანსფერო ღირებულება 70-80 მილიონი ევროა და მას "მილანი" მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით