ფილ ტომპსონი: "ფელიპე კოუტინიოს "ლივერპულში" დიდი სიხარულით მივიღებთ"

13-05-2019, 23:24

მერსესაიდული "ლივერპულის" ლეგენდარული ინგლისელი ცენტრალური მცველი, ფილ ტომპსონი, კლუბის ყოფილ და კატალონიის "ბარსელონას" ამჟამინდელ ბრაზილიელ ნახევარმცველზე, ფელიპე კოუტინიოზე საუბრობს:

"მას დაუფიქრებლად მივიღებდით ჩვენს რიგებში, როგორც იცით, მისი მდგომარეობა თანდათანობით გაუარესდა და ახლა იმ დონემდე მივიდა, რომ ფელიპესთვის მოედანზე შესვლაც კი არაკომფორტული გახდა."

"ვიცი კოუტინიოს ენატრება "ენფილდი" და მისი ერთგული გულშემატკივრები, ამიტომაც ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 27 წლის ფეხბურთელი, "ბლაუგრანას" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით