ხუან მატა: "ამ სეზონმა ცუდი შეგრძნება დაგვიტოვა"

13-05-2019, 23:32

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ხუან მატა, პრემიერ ლიგის გასულ სეზონზე საუბრობს:

"წლევანდელმა გათამაშებამ ცუდი შეგრძნება დაგვიტოვა, მოლოდინი ვერ გავამართლეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც კი ვერ მოვახერხეთ."

"რა თქმა უნდა გვქონდა კარგი პერიოდებიც, როდესაც შესანიშნავად გამოვიყურებოდით, თუმცა ვფიქრობ ცუდი შედეგი, სწორედ ამ არასტაბილურობამ განაპირობა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში, მე-6 ადგილი დაიკავა 66 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით