მაურისიო სარი: "არ ვიცი დავრჩები თუ არა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე"

13-05-2019, 23:38

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მაურისიო სარი, მის მომავალზე საუბრობს:

"საკმაოდ უცნაური სეზონი გვქონდა, თავდაპირველად კარგად დავიწყეთ, შემდეგ ყველაფერი ცუდად წავიდა და ახლა ისევ მოვახერხეთ მდგომარეობის გაუმჯობესება და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება."

"სწორედ ამ გაურკვევლობის გამო, ზუსტად არ ვიცი დავრჩები თუ არა კლუბის თავკაცის პოზიციაზე, ვნახოთ მომდევნო თვეებში მოვლენები როგორ წარიმართება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული სპეციალისტის გადაბირებით ყველაზე მეტად, იტალიური "რომაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით