ედენ აზარი: "გადაწყვეტილება უკვე მივიღე"

14-05-2019, 12:08

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი თავდამსხმელი, ედენ აზარი, მის მომავალზე საუბრობს:

"ჯერ-ჯერობით ნაწილობრივ, გულშემატკივრების მსგავსად, თავადაც მოლოდინის პროცესში ვარ, რადგანაც მსურს რაიმეს გაკეთებამდე, ყველაფერში დარწმუნებული ვიყო."

"მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება თითქმის უკვე მივიღე და ამის შესახებ, გუნდის ხელმძღვანელებთანაც მქონდა კონტაქტი, თუმცა ჩემი ბედის გარკვევამდე, ჯერ კიდევ გვაქვს ევროპის ლიგის ფინალი ჩასატარებელი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის შემტევის გადაბირებით ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით