რომში დე როსის წასვლა დაადასტურეს

14-05-2019, 13:49

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ ევროპულ ფეხბურთს კიდევ ერთი ლეგენდა დააკლდება.

"რომას" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდის ლეგენდარული ნახევარმცველი და კაპიტანი, დანიელე დე როსი სეზონის დასრულების შემდგომ კლუბს ტოვებს.

თუმცა, ამის მიუხედავად 35 წლის ფეხბურთელი კარიერას ჯერ-ჯერობით არ ასრულებს. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის თამაშს.

შეგახსენებთ, რომ დე როსი "რომას" ღირსებას 18 წლის მანძილზე იცავდა და მან ამ კლუბის მაისურით 600-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით