"რეალმა" ნავასის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

14-05-2019, 13:54

როგორც ჩანს, კეილორ ნავასისთვის მიმდინარე სეზონი უკანასკნელი იქნება მადრიდის "რეალის" მაისურით.

ესპანური გამოცემა Marca-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" კოსტა-რიკელი მეკარის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ 32 წლის კიპერს და განუცხადეს, რომ მას მიმდინარე ზაფხულს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

როგორც ცნობილია, თავად ზინედინ ზიდანს არ სურდა კეილორის გაშვება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნავასი "რეალის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით